ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი მედვედევს მეტ მხარდაჭერას სთხოვს


პუტინი მედვედევს მეტ მხარდაჭერას სთხოვს

პუტინის საარჩევნო კამპანია აცხადებს, რომ მედვედევი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს პუტინის საარჩევნო კამპანიაში და მის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.

რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს არასაკმარისი მხარდაჭერის გამოხატვაში ადანაშაულებს.

გაზეთი „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში სტანისლავ გოვორუხინმა განაცხადა, რომ მედვედევი ნელ-ნელა შორდება პუტინის საარჩევნო კამპანიას და მისგან დისტანციის დაჭერის სურვილი ეტყობა.

მან ისიც დასძინა, რომ მედვედევი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს პუტინის საარჩევნო კამპანიაში და პუტინის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.

პრემიერ მინისტრის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა გოვორუხინის განცხადებაზე აქცენტი არ გაამახვილა და განაცხადა, რომ მედვედევმა პუტინს „ამომწურავი მხარდაჭერა“ აჩვენა.

XS
SM
MD
LG