ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში გაფიცვებისთვის ემზადებიან


ბრიტანეთში გაფიცვებისთვის ემზადებიან

გაფიცვას სულ ცოტა 2 მილიონი მუშაკი შეუერთდება.

დიდ ბრიტანეთში 30 ნოემბერს დანიშნული მასობრივი გაფიცვა ევროპაში ყველაზე დატვირთული -ჰითროუს აეროპორტის და ქვეყნის საჯარო სამსახურების პარალიზებას გამოიწვევს.

ორგანიზაცია სავაჭრო კავშირების კონგრესი, რომელიც ბრიტანულ პროფკავშირებს აერთიანებს, აცხადებს, რომ გაფიცვას სულ ცოტა 2 მილიონი მუშაკი შეუერთდება. ბრიტანელები მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის 185 მილიარდით შეკვეცას აპროტესტებენ, რომელიც საპენსიო შეღავათების და სხვა სამთავრობო პროგრამების ხარჯზე მოხდება.

24-საათიანი გაფიცვის შემთხვევაში ოთხშაბათს დიდ ბრიტანეთში სკოლები დაიკეტება და საავადმყოფოებიც მუშაობას მინიმუმზე დაიყვანს.

XS
SM
MD
LG