ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის მთავრობა კომპენსაციას გადაიხდის


ბრიტანეთის მთავრობა კომპენსაციას გადაიხდის

თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ შეიარაღებული ძალების წარომადგენლები არასწორად იქცეოდნენ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ოფიციალური ლონდონი კომპენსაციას გადაუხდის 1972 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში „სისხლიანი კვირა-დღით“ ცნობილი საპროტესტო გამოსვლების დარბევისას დაღუპულთა ოჯახებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეს ლონდონბერიში, არასანქცირებული დემონსტრაციისას ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს კათოლიკე დემონსტრანტებს, რომლებიც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ეჭვმიტანილი წევრების დაკავებას აპროტესტებდნენ. ინციდენტისას 13 ადამიანი დაიღუპა, 14 დაიჭრა. ეს მოვლენა 30 წლის განმავლობაში არეულობის მიმდინარეობის მანძილზე, ერთერთი გადამწყვეტი მომენტი იყო.

თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ შეიარაღებული ძალების წარომადგენლები არასწორად იქცეოდნენ. სამინისტრომ ასევე დაღუპულთა ოჯახების მიერ განცდილი ტკივილი მიიღო მხედველობაში.

გასულ წელს, ამ ინციდენტის გამოძიების შედეგად მიღებული დოკუმენტის პრეზენტაციისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა ბოდიში მოიხადა და ხოცვა-ჟლეტის ფაქტს „უსაფუძვლო და გაუმართლებელი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG