ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი და ირლანდია ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკურ პარტიებს ამ პროვინციის კოლექტიური მმართველობის ახალ გეგმას გააცნობენ


ჩინეთი და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ იმის თაობაზე თუ რა სახის რეაქცია მოახდინონ ფხენიანის მიერ ბირთვული გამოცდის ჩატარებაზე.

ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა ჩინეთის ოფიციალურმა სააგენტომ სინხუამ ამ ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის შემდეგ.

სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ნომუ ჰიენი და ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო ეთანხმებიან იმ აზრს რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ადეკვატური ზომების მიღებაა საჭირო.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში გავრცელებული რეზოლუციის პროექტის თანახმად ჩრდილოეთ კორეის მიმართ უნდა იქნას შენარჩუნებული მკაცრი ეკონომიკური სანქციები და ემბარგო იარაღის შეტანაზე.

ამას გარდა უნდა აიკრძალოს მოგზაურობა ჩრედილოეთ კორეაში და დაწესდეს მკაცრი ფინანსური შეზღუდვები.

იარაღის ემბარგო მთლიანად არ ითვალისწინებს იარაღების შეტანის აკრძალვას.

იგი კონკრეტულად ვრცელდება მხოლოდ ისეთ მძიმე შეიარაღებაზე როგორებიცაა ტანკები და სამხედრო ავიაციაა.

აშშ-ი მოითხოვს ამ საკითხის ირგვლივ კენჭისყრის მიმდინარე კვირის მიწურულისათვის ჩატარებას.

რუსეთი და ჩინეთი უშიშროების საბჭოს მოუწოდებენ არ იჩქაროს კენჭისყრის ჩატარება და დაელოდოს დიპლომატიური არხებით ამ პრობლემის მოგვარებას.

XS
SM
MD
LG