ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში არჩევნებია


ტაილანდში არჩევნებია
ტაილანდში არჩევნებია

ფავორიტებად ორი პოლიტიკური ძალა ითვლება.

დღეს ტაილანდში არჩევნები ტარდება. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ სწორედ ამ არჩევნებით გახდება შესაძლებელი ქვეყანაში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზიის დასრულება.

ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც გასულ წელს ოპოზიციამ დედაქალაქ ბანგკოკში მასობრივი საპროტესტო აქციები გამართა. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული, ქალაქებში 170 ათასამდე პოლიციელია გამოყვანილი. არჩევნებში ათობით პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, თუმცა ფავორიტებად ორი პოლიტიკური ძალა ითვლება. მოქმედი პრემიერ-მინისტრის აბჰისიტ ვეჯაჯივას დემოკრატიული პარტია და ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც სათავეში ყოფილი პრემიერ-მინისტრის თაქსინ შინავატრას უმცროსი და ინგლუკ შინავატრა უდგას.

წინასწარი გამოკითხვის შედეგების თანახმად, ოპოზიცია პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს.

XS
SM
MD
LG