ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩერნობილიდან ფუკუშიმამდე


ჩერნობილიდან ფუკუშიმამდე
ჩერნობილიდან ფუკუშიმამდე

მსოფლიო მეორე ბირთვული კატასტროფის მოლოდინში

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის კრიზისი გრძელდება. რადიაციის დიდ მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე კვლავ შენარჩუნებულია. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი უილიამ იდე არკვევდა. ჯერ კიდევ გუშინ, ფუკუშიმას სადგურის გარშემო 30 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანები რადიაციის ტესტს იტარებდნენ. თუმცა, გუშინვე მაშველები იძულებულნი გახდნენ ტერიტორია დაეტოვებინათ, მას შემდეგ, რაც რადიაციის დონემ საგრძნობლად მოიმატა. ასი ათასობით ადამიანი უკვე ევაკუირებულია, ხოლო ის, ვინც 30 კილომეტრიან რაიდუსში დარჩა, სახლებში იქნებიან ჩაკეტილი. ამერიკაში მოქმედი ენერგეტიკის და გარემოს კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტი არჯინ მახიჯანი ამბობს, რომ იაპონიის ბირთვული კრიზისი უნიკალურია.

„ჩვენ სრულიად უპრეცენდენტო ბირთვული შემთხვევის მოწმეები ვართ, როდესაც ერთ ადგილზე სამივე რეაქტორი ერთდროულად დაზიანდა,“ - ამბობს მახიჯანი.

ფუკუშიმას სადგურში სამივე რეაქტორზე მოხდა აფეთქება, ხოლო მეოთხეს ცეცხლი წაეკიდა. მახიჯანი ამბობს, რომ ჩერნობილის შემდეგ ეს უდიდესი მასშტაბის კატასტროფაა, რაც მსოფლიოში მოხდა.

1986 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქაში, უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ატომურ ელექტროსადგური აფეთქდა. რადიაციულმა ნალექებმა უკრაინის, ბელარუსის და რუსეთის ნაწილი დაფარა. კევინ კემპსი იმ არამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც ბირთვული ენერგიის წინააღმდეგია. მისი თქმით, რადიაციის დონე სწრაფად ვრცელდება, ის შეიცავს რადიოაქტიურ იოდინის იზოტოპებს, რაც ადამიანის ფარისებრი ჯირკვალს აზიანებს.

„რადიოაქტიური იოდინის ადამიანის ორგანიზმიდან გამოდევნა შესაბამისი ტაბლეტების დროულად მიღებით შეიძლება. მათ პოტასიუმის იოდინის ტაბლეტები ეწოდება. ჩვენ ჩერნობილის დროს ვნახეთ, რომ ხალხი რადიოაქტიური იოდინი-131-ით დასხივდა, რამაც გამოიწვია ჯირკვლების ეპიდემიური დაავადებები, კიბო, სხვა პათოლოგიები და ეს ტრაგედია დასავლეთ რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში განსაკუთრებით ბავშვებში ხდებოდა,“ - ამბობს კევინ კემპსი.

თუ როგორ გართულდება ვითარება ფუკუშიმას გარშემო და რამდენად დიდი იქნება რადიაციის გამოსხივება, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მოხდება თავად სადგურზე უახლოეს საათებში. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ტრაგედიის შედეგების აღმოსაფხვრელად 10 წლიანი პროგრამა შეიმუშავა. თუმცა, ეს შედეგები კვლავაც გრძელდება.

XS
SM
MD
LG