იემენში, ათასობით ადამიანი ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში პრეზიდენტ აბდულა სალეჰის მმართველობას აპროტესტებს.
დემონსტრანტები სანას რამდენიმე უბანში შეიკრიბნენ მთავრობის შეცვლის მოთხოვნით.
საპროტესტო აქციების პარალელურად, მთავრობის მომხრე ძალებიც აქტიურობდნენ. მოეწყო ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში, პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული აქციების დაწყების შემდეგ, იემენის ლიდერმა საჯარო მოხელეებისა და სამხედრო პირების ხელფასების გაზრდის პირობა დადო.
იემენის ოცდასამმილიონიანი მოსახლეობიდან ნახევარზე მეტი ყოველდღიურად ორ დოლარზე ცხოვრობს.