ტუნისის ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს აწარმოებენ საზედამხედველო საბჭოს შექმნაზე, რომელიც დროებით მთავრობას გააკონტროლებს. ამ ზომას მიმართეს, რათა დამშვიდდეს მოსახლეობა, რომელიც ვერ ფარავს აღშფოთებას იმ ფაქტით, რომ სამთავრობო კაბინეტში დღესაც არიან ის პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან დამხობილი პრეზიდენტის ზინე ელ აბიდინ ბენ ალის რეჟიმთან. საბჭომ უნდა ჩამოაყალიბოს საარჩევნო კანონი და ახალი პარლამენტის არჩევნები უნდა ჩაატაროს.