პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა პირებმა ავღანეთისკენ მიმავალ 18 ნავთოსასხმელ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. ავტომობილები ამერიკის სამხედრო ძალებისთვის იყო განკუთვნილი.
აფეთქება ბალუჩისტანის პროვინციაში მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი.
არცერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას პასუხისმებლობა არ უკისრია. თუმცა მსგავსი სახის ტერაქტი ისლამისტი მემაბოხეების ხელწერას ჰგავს.
გასული წლის ნოემბერში, ავღანეთის ნაგარარის პროვინციაში მეამბოხეებმა ცეცხლი წაუკიდეს ნატოს შეაიარაღებული ძალების ნავთობსასხმელ სატვირთო მანქანას.