ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვიკილიკსის" დამფუძნებელი სკანდალში თავად ეხვევა


"ვიკილიკსის" დამფუძნებელი სკანდალში თავად ეხვევა
"ვიკილიკსის" დამფუძნებელი სკანდალში თავად ეხვევა

შვედეთის ხელისუფლების მოთხოვნაზე რეაგირება უკვე მოახდინა მსოფლიოს უმსხვილესმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, ინტერპოლმა.

სკანდალური ვებ-გვერდის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის დასაპატიმრებლად, შვედეთმა ევროპული ორდერი გამოსცა. მას ბრალი ედება სექსუალურ ძალადობასა გაუპატიურებაში.

შვედ პროკურორს კარინ როსანდერს ჯულიან ასანჟისთან გასაუბრება სურს. როგორც როსანდერმა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს ჯენიფერ გლეისის განუცხადა, ასანჟის დასაკავებლად უკვე გაცემულია ევროპული ორდერი.

შვედეთის ხელისუფლების მოთხოვნაზე რეაგირება უკვე მოახდინა მსოფლიოს უმსხვილესმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, ინტერპოლმა. შესაბამისად ასანჟი უკვე წითელი ცირკულარით იძებნება.

თუმცა პოლიციას ეს ფაქტი არ ავალდებულებს, რომ ზემოხსენებული პიროვნება დააპატიმროს. როსანდერი ამბობს, რომ შვედეთი არ მოითხოვს ასანჟის ექსტრადიციას. პროკურორს უბრალოდ მისი დაკითხვა სურს:

„მისთვის ბრალი არ არის წაყენებული, თუმცა ის ეჭვმიტანილია ისეთ დანაშაულში, როგორიცაა გაუპატიურება. ასევე ეჭვმიტანილია სექსუალურ ძალადობაში “ - ამბობს როსანდერი.

ასანჟის ლონდონელი ადვოკატი მარკ სტივენსი ამბობს, რომ ასანჟის დასაკითხად ეს შვედეთის მეორე ორდერია. სტივენი მთელ ამ პროცესს არა აუცილებელს და არა პროპორციულს უწოდებს, რადგანაც მის კლიენტს გამოძიებასთან თანამშრომლობა სურს:

„ის მზადაა ჩემი და ჩემი შვედი კოლეგის მეშვეობით, შეხვდეს პროკურორს. თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ ამას უარყოფს,“ - განაცხადა სტივენსმა.

მისი თქმით, პროკურორი მათ მოთხოვნაზე რეაგირებას არ ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ ასანჟის ადვოკატებმა მას ბოლო ორი კვირის მანძილზე უკვე რამდენჯერმე მიმართეს. ადოკატებმა საქმის გამოთხოვაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ. სტივენსი ამბობს, რომ შეუძლებელია ისე თავის დაცვა, თუკი მას არ ეცოდინება, თუ რა კონკრეტული სამხილებია მის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG