ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გამოკვებე მომავალი"


"გამოკვებე მომავალი"

პროგრამა უდიდეს ყურადღებას უთმობს ბავშვთა არასრულფასოვანი კვების თემას და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას ისახავს მიზნად.

პროგრამა „გამოკვებე მომავლის" მიხედვით მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფომ, ბიზნესის სფეროს წარმომადგნელებმა და სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, თავად უნდა განსაზღვრონ, თუ რა სფეროშია უმჯობესი ინვესტიციების ჩადება. ამისთვის კი, ფართო არეალი არსებობს: სასკოლო კვება იქნება ეს, სასუქებით მომარაგება თუ ადგილობრივი ინფრასტრუქტურების განვითარება.

პროგრამა „გამოკვებე მომავალი“, რომელიც შეერთებული შტატების ინიციატივით ხორციელდება, შეერთებული შტატებისა და განვითარებადი ქვეყნების ერთობლივ სტრატეგიასა და თანამშრომლობას გულისხმობს.

თავად დევიდ ბეკმანი მსოფლიოს საკვების პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია და პროექტს „გამოკვებე მომავალი“ დადებითად აფასებს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პროგრამა უდიდეს ყურადღებას უთმობს ბავშვთა არასრულფასოვანი კვების თემას და ამ მიმართულებით კონკრეტულ ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.

რაჯივ შაჰი შეერთებულ შტატებში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსია. მისი აზრით:

„დღესდღეობით მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს. ჩვენ ცრუ დაპირებებსარ მოგცემთ და უახლოეს ხუთ წელიწადში ყველაფრის გამოსწორებას არ დაგპირდებით“

თუმცა ბატონი შაჰის იქვე დასძენს, რომ პროგრამა "მომავლის დაპურება" უახლოეს მომავალში მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში შეეცდება უსაფრთხო საკვების წარმოება განავითაროს და დაბალახარისხიანი საკვები პროდუქტის მოხმარება შეზღუდოს .

იუესეიდის მიერ შემუშავებული გეგმით, მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში ექვსნახევარი მილიონი ოჯახი დახმარებით იქნება უზრუნველყოფილი და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

ეს კი იმას ნიშნავს,რომ ასი ათასობით ბავშვი ნოყიერ საკვებს მიიღებს და ჯანმრთელი წესით ცხოვრებას დაიწყებს.

ზემოხსნებეული ციფრები კი დედამიწაზე შიმშილობის დაძლევის საკითხის მიმართულებით, გარკვეული ოპტიმიზმისა და რწმენის საფუძველს იძლევა.


XS
SM
MD
LG