მეათე წელია,რაც შეერთებული შტატები ავღანეთში ომს აწარმოებს. პრეზიდენტი ობამა იმედს არ კარგავს,რომ მომავალ წელს ამ ომის დასასრული დაიწყება და ავღანეთის ახალი სტრატეგიის განხორციელება - ქვეყნიდან ამერიკის სამხედრო ძალების გამოყვანით დაიწყება.
მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ჯარების გამოყვანის გეგმის აღსრულებას წინასწარი შესაბამისი პირობები სჭირდება. ანალიტიკოსების აზრით, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ამერიკის ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის პროცესი არც თუ ისე იოლი დასაწყებია.
შეერთებულ შტატებს სურს, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამდე ავღანური ჯარი და პოლიცია იმ დონემდე გაწრთვნას, რომ მათ დამოუკიდებლად ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა შეძლონ. ამასთანავე ამერიკელები იმედოვნებენ,რომ მომავალი წლისთვის თალიბი მეამბოხეები იმ დონემდე დაასუსტდებიან, რომ ავღანელ ხალხის საფრთეს აღარ შეუქმნიან.
შეერთებული შტატების მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რომ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ქვეყანაში გამეფებული კორუფციის აღმოფხვრის აუცილებლობაში დაარწმუნოს . ვაშინგტონს ასევე იმედი აქვს, რომ პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან ტომებით დასახლებულ რაიონს თალიბი და ალყაიდას დაჯგუფების მეამბოხეებისგან გაწმენდს .
თუმცა შეერთებული შტატების ომის კოლეჯის პროფესორის თქმით:
„შეუძლებელია ერთ წლის მანძილზე ავღანური სამხედრო ძალები და პოლიციის გაიწრთვნას და წინააღმდეგობა ჩაიხშოს. ეს პრაქტიკულად გამორიცხულია “
თუმცა დასამალი არ არის არ ის, რომ 2001 წლიდან ტაქტიკური სიტუაცია ავღანეთში რადიკალურად შეცვლილია. ქაბულში დაბანაკებული თალიბი მეამბოხეები დაქუცმაცდნენ და ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე გადანაწილდნენ. მათ არ შესწევთ ძალა მიზანმიმართული საომარი მოქმედებები აწარმოონ, რაც ძირითადად გზისპირას დამონტაჟებული ნაღმების საშუალებით ხორციელდებოდა. ერთადერთი ხერხი, რასაც მეამობეხეები ამ ეტაპზე იყენებენ კამიკაძე თვითმკვლების მიერ მოწყობილი აფეთქებებია, რასაც ავღანური მკაცრი ზამთარიც კი ვერ უშლის ხელს.
აღსანაიშნავია ისიც, რომ ორი ათას პირველი წლის შემდეგ ავღანეთში პოლიტიკური გარემოც საკმაოდ შეიცვალა. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მეამბოხეთა მართველობის ქვეშ მყოფი ავღანეთის საჭე გადაიბარა და საპრეზიდენტო არჩვენებში ორჯერ გაიმარჯვა.
თუმცა მიუხედავად ამ წარმატებისა, შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგნელებმა არაერთხელ დაადასტურეს საჯაროდ, რომ საპრეიზდენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა გაყალბებებს და კარზაის მთავრობაში დღემდე კორუფცია მუდმივი პრობლემაა.
ქრისტინ ფეარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორია, მისი აზრით:
„მეამბოხეები გამუდმებით ხოცავენ ადამიანებს და სანდო პარტნიორი რომ არა, ამ წარმატებას ვერასდროს მიაღწევდნენ“
დღესდღეობით პაკისტანში გადასახლებული მეამბოხეებისგან გაწმენდილ ავღანეთს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა მართავს.
შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, აპრილიდან მაისის ჩათვლით პაკისტანის სამხედრო მთავრობამ ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ ვაზირისტანის რეგიონში დაბანაკებულ ავღანელ თალიბებსა და ალ ყაიდას მებრძოლებს პირდაპირ არ დაპირისპირებოდა.
ვაშინგტონი წუხს იმაზეც, რომ პაკისტანის სადაზვერვო სამსახურები დღემდე ორმაგ თამაშს თამაშობენ.
ხუთაშაბათს, პენტაგონის პრესმდივანმა დევიდ ლაპანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პაკისტანის ქვეყნის შიდა სადაზვერვო სამსახურები, ქვეყნის მთავრობასა და სამხედრო ძალების წარმომადგენელებთან უთანხმოების გამო, ტერორისტულ ორგანიზაციებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ანალიტიკოსები კი ამ ფაქტს ინდოეთის მხრიდან მოსალოდნელი იმ საფრთხით ხსნიან, რასაც პაკისტანის მთავრობა ამერიკელების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ მოელის. პროფესორი ფეარის აზრით:
„პაკისტანელები კვლავ ძველ თამაშს თამაშობენ. მათ იციან, რომ ვიდრე თალიბები და ალ ყაიდას მებრძოლები პაკისტანის საზღვარზე არიან, ამერიკელები ავღანეთიდან ვერ გავლენ. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ ამერიკელებმა უპილოტო თვითმფრინავებით ავღანეთის საზღვარზთან მიმდებარე პაკისტანის ტერიტორიის დაბომბვა ბოლო დროს განსაკუთრებით გააძლიერეს. ამან ძალზე აღაშფოთა პაკისტანის მთავრობა და საპასუხოდ სამხედრო ბაზამდე მისასვლელი მარშრუტის ერთერთი სასაზღვრო პუნქტი გადაკეტა.
იბადება შეკითხვა: რა საშუალებებით მოახდენს შეერთებული შტატები სამხედრო ძალაუფლების შემცირებას ავღანეთში?
ომის კოლეჯის პროფესორის ლერი გუდსონის განცხადებით:
„შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გამოყვანა ავღანეთიდან კარგი იდეაა. რაც შეეხება ამისთვის არსებულ აუცილებელ წინაპიროებებს - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ამ საკითხს რა კუთხით შევაფასებთ. თუ ამერიკელები სამხედრო მისიას იმ მიზნით ცვლიან, რომ მისი დასრულება ვერ შეძლეს და ადგილობრივი სამხედრო ძალის გაწრთვნით, მთელი სიმძიმის მათ მხრებზე გადატანა სურთ - ეს ერთგვარ დამარცხებასაც ნიშნავს“
ამასობაში ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი თალიბებთან მოლაპარაკებებს გეგმავს. მას ამერიკელების წასვლის შემდეგ ავღანეთში უსაფრთხოების გარანტია სჭირდება. ვაშინგტონი კი, სწორედ ამ მიზეზის გამო არ ჩქარობს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას.