ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ევროპის უშიშროების პერსპექტივებზე საუბრობს


როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა ევროპის უშიშროების უზრუნველყოფისათვის რუსეთთან ახალი პაქტების დადება სულაც არ არის საუკეთესო გამოსავალი. როგორც მან ნიუ-იორკში ნატო-რუსეთის საბჭოს წევრბს განუცხადა ევროპის უშიშროების გარანტიაა იმ საფუძვლების კვლავაც განმტკიცება, რომელთა საშუალებით ევროპამ ათეული წლების განმავლობაში მოახერხა მისი უშიშროების შენარჩუნება. ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ჩატარდა როგორც მოსამზადებელი ეტაპი ნოემბერში პორტუგალიაში დაგაგმილი ნატო-რუსეთის უმაღლესი დონის შეხვედრისათვის. როგორც კლინტონმა აღნიშნა უმაღლესი დონის შეხვედრისას მისი აზრით ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს ნატოსა და რუსეთის ერთობლივი წვრთნის განახლებაზე რაკეტსაწინაღო თავდაცვის დარგში და ამ ორ მხარეს შორის ცხელი ხაზის გაყვანაზე.

XS
SM
MD
LG