ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერს მომავლის სჯერა


ერაყის პრემიერს მომავლის სჯერა
ერაყის პრემიერს მომავლის სჯერა

ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას, პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკმა განაცხადა, რომ ერაყი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა და რომ ამერიკის პრეზიდენტი, 7 წლის შემდეგ ერაყიდან ჯარების გამოყვანას სწორედ ახლა გეგმავს.

დღეს ბარაკ ობამა, ტეხასის სამხედრო ბაზა ფორტ ბლისზე მიფრინავს, რათა ერაყიდან დაბრუნებულ სამხედროებს შეხვდეს. დაბრუნების შემდეგ იგი ცენტრალური ტელეარხებით ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს და ერაყში საომარი ოპერაციის დასრულებას გამოაცხადებს. თეთრი სახლის წარმომადგენლის, რობერტ გიბსის განცხადებით:

“ერაყმა, ეჭვგარეშეა ავღანეთისთვის განკუთვნილი ყურადღება და თავდადება მიითვისა. დროა დანაკლისი და საჭირო სამხედრო ძალების რაოდენობა ავღანეთში გადავისროლოთ, სადაც ჩვენს ჯარებს საფრთხე ემუქრება.”-აცხადებს გიბსი.

XS
SM
MD
LG