ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეწყერი ჩინეთში


წყალდიდობა და წვიმები გრძელდება

ტრაგედია მოხდა ჩინეთში. განსუს პროვინციაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაკარგულად ითვლება. ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა. საინფორმაციო სააგენტო ხინუას ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი ძლიერი წვიმები გახდა. მეწყერის შედეგად ერთი სოფელი მთლიანად მიწაში ჩაიმარხა. წყალდიდობის შედეგად ჟუქუს რაიონში 50 ათასი ადამიანია დაზარალებული. ხელისუფლებამ სტიქიის რაიონებში სამედიცინო პერსონალი და 3 ათასამდე სამხედრო გაგზავნა.

XS
SM
MD
LG