ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში განლაგებული მსხვილი ქალაქებისთვის, კერძოდ ბანი ვალიდისა და სირტესათვის. ორივე ქალაქში მეამბოხეები კადაფის ერთგული ძალების ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ამ ფონზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს იმას, რომ ქალაქ საფას შორიახლოს აღმოჩენილია ურანის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც დარჩა მოამარ კადაფის ბირთვული პროგრამიდან..
ლიბიის დროებითი მთავრობის განცხადების თანახმად მისმა ძალებმა უკვე დაიკავეს სამხრეთში განლაგებული ქალაქები ჯუფრა, სოკნა, ვადანი და ჰუნი.
პოპულარული
1