ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის ყურის გაწმენდა BP-ს აქამდე 2 მილიარდი დაუჯდა


მექსიკის ყურის გაწმენდა BP-ს აქამდე 2 მილიარდი დაუჯდა
მექსიკის ყურის გაწმენდა BP-ს აქამდე 2 მილიარდი დაუჯდა

ნავთობმომპოვებელი კომპანიის „ბი-პი“-ს განცხადებით მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის გაწმენდასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე 2 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

დღეს გავრცელებულ პრეს რელიზში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის ენერგო გიგანტის დღემდე გაწეული ხარჯები შეიცავს დაზიანებული წყალქვეშა ჭაბურღილიდან ნავთობის გაჟონვის შეჩერებასთან დაკავშირებული მცდელობები ისევე როგორც ფედერალური დანახარჯები და დაზარალებული კერძო პირებისთვისა და ბიზნესებისთვის გაცემული საკომპენსაციო გადასახადები.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას „ბი-პი“-მ დათანხმდა 20 მილიარდ დოლარიანი საკომპენსაციო ფონდის შექმნას. ხოლო დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანიამ 32,000 საკომპენსაციო მოთხოვნის საპასუხოდ 105 მილიონი დოლარი გასცა.

ამასობაში კომპანია „ბი-პი“-ს ახლახან გამოქვეყნებული შიდა დოკუმენტების თანახმად, ირკვევა, რომ კომპანიის მესვეურნი მექსიკის ყურეში წყალქვეშა ჭაბურღილზე შესაძლო ავარიის დროს ყველაზე უარეს შემთხვევაში დღეში ნავთობის 100,000 ბარელის გაჟონვას ელოდნენ.

ხსენებული დოკუმენტები გუშინ შეერთებული შტატების კონგრესმენმა ედ მარკიმ გაახმაურა.

XS
SM
MD
LG