სომალელმა მეკობრეებმა თურქეთის სატვირთო გემი და მისი 21 კაციანი ეკიპაჟი ოთხთვიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ხელისუფლება ავრცელებს. გემის მფლობელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მეკობრეებმა გემი სახელად „ფრიგია“ დღეს დილით დატოვეს. მას არ დაუკონკრეტებია მოხდა თუ არა გამოსასყიდის გადახდა. მისი თქმით, ეკიპაჟი თავს კარგად გრძნობს. მეკობრეებმა გემი ინდოეთის ოკეანეში 23 მარტს დაატყვევეს, როდესაც ხომალდი ისრაელიდან ტაილანდისკენ მიემართებოდა.
პოპულარული
1