ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფეესბეს“ გავლენა გაიზარდა


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რითაც ქვეყნის უშიშროების უწყებამ დამატებითი და ფართო უფლებები მიიღო. ახალი კანონით, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს, რომელიც საბჭოთა „კაგებეს“ მემკვიდრეა, ენიჭება უფლება დააკავოს ან გამოსცეს ორდერი ადამიანის დასაკავებლად, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშუალის ჩადენის განზრახვაში. კანონის ოპონენტების აზრით, ეს კანონი მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინებას გამოიწვევს. მომხრეები კი მიუთითებენ, რომ კანონი დანაშაულის შემცირებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG