ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კვლავ ტერაქტები განხორციელდა


შიიტების წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტებს 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ერაყის პოლიციის განცხადებით, კამიკაძემ ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ბაღდადის ერთ-ერთ სუნიტურ რაიონში არსებულ საგუშაგოსთან ააფეთქა. ამ ტერაქტის შედეგად სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.

თავადსხმები განხორციელდა შიიტ მლოცველებზეც, რომელბიც იმამ მუსა ალ-ქადიმის წლისთავ აღნიშნავდნენ. შიიტების წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტებს 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მარტის თვეში ერაყში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ქვეყანა სამთავრობო კოალიციის გარეშე დარჩა, რამაც საშუალება მისცა პარტიზანებს ახალი ძალით განეახლებინათ თავდასხმები.

XS
SM
MD
LG