ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის ყურე მოტივტივე ნავთობისგან უნდა გაიწმინდოს


ამ პროცედურის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ დღეში დაახლოებით 80 მილიონი ლიტრი წყალი გასუფთავდება.

მექსიკის ყურეში ნავთობის გამწმენდი სამუშაოების წარმატება შესაძლებელი იქნება, თუ სპეციალური გემების საშუალებით მოხდება მოტივტივე ნავთობის მოგროვება. 275 მეტრ სიგრძის ტანკერი მილების საშუალებით შეისრუტავს ნავთობიან წყალს.

შემდეგ მოხდება ნავთობის განცალკევება წყლისგან და გაწმენდილი წყლის კვლავ სრუტეში დაბრუნდება. ამ პროცედურის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ დღეში დაახლოებით 80 მილიონი ლიტრი წყალი გასუფთავდება. ნავთობის მოგროვების ოპერაცია დროებით შეჩერებული იყო ქარიშხალი "ალექსის" მექსიკის ყურესთან მოახლოების გამო.

XS
SM
MD
LG