ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო ფიცი დაიდო


როზა ოტუმბაევა პოსტ საბჭოთა ცენტრალური აზიის ქვეყნების პირველი ქალი პრეზიდენტია.

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ლიდერი როზა ოტუმბაევამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტობის ფიცი დადო. აღსანიშნავია, რომ ის პოსტ საბჭოთა ცენტრალური აზიის ქვეყნების პირველი ქალი პრეზიდენტია.

მისი ინაუგურაცია მას შემდეგ იმართება, რაც ქვეყანამ ახალი კონსტიტუცია აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო.

ქვეყნის მომდევნო არჩევნებამდე, როზა ოტუმბაევა აპირებს კონსტიტუციის ძალაში შესვლას მიადევნოს თვალი და რეგიონში პირველი დემოკრატიული პარლამენტი ჩამოაყალიბოს.

მომდევნო არჩევნები 2011 წლის ოქტომბერში იგეგმება.

XS
SM
MD
LG