ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს


რეფერენდუმზე პრეზიდენტის ძალაუფლების შესუსტებას უნდა ეყაროს კენჭი.

ყირგიზეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს. რეფერენდუმზე პრეზიდენტის ძალაუფლების შესუსტებას უნდა ეყაროს კენჭი. შიშობენ,რომ ეს შეიძლება ყირგიზებსა და უზბეკებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირების საბაბი გახდეს.

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი როზა ოტუმბაევა , რომელიც შვიდი აპრილის გადატრიალების შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში, პლებისციტის გადატანის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ბიშკეკში , ოშსა და ჯალალაბადში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია. თავად ოტუმბაევა ქალაქ ოშის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია,სადაც თავისი ხმა დააფიქსირა.

XS
SM
MD
LG