ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქი ოში გათავისუფლებულია


უზბეკი ლტოლვილების აზრით, ძალადობა მათ წინააღმდეგ შესაძლოა განახლდეს.

ყირგიზეთის სამთავრობო ძალებმა ქალაქი ოში ბარიკადებისგან გაანთავისუფლეს. ყირგიზეთის სამხრეთში საგანგებო მდომარეობაა გამოცხადებული იმ ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკებების გამო, რამაც 2000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

უზბეკი ლტოლვილები შიშობენ,რომ ძალადობა მათ წინააღმდეგ შესაძლოა ისევ განახლდეს და თავს იკავებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებისგან.

დაახლოებით 400 000-მა უზბეკმა მაიტოვა საცხოვრებელი ადგილები და უზბეკეთში გადავიდა ან ამ ქვეყნის საზღვართან მოიყარა თავი.

ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს ადანაშაულებს არეულობის მოწყობაში, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

XS
SM
MD
LG