მსოფლიოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ინგლისის გუნდის გასახდელში ალჟირთან თამაშის შემდეგ ერთ-ერთი ფანი შეიჭრა, სტადიონებზე დაცვა გაძლიერდება.
ფიფას ოფიციალური პირების ცონით, გაბრაზებული ფანი გასახდელში პარასკევს შეიჭრა თამაშის ფრედ - ნულით-ნული დამთავრების შემდეგ.
გაბრაზებული გულშემატკივარი სწრაფად გამოიყვანეს გასახდელიდან და გაუშვეს. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჯერად სერიოზული არაფერი დაშავებულა, თუმცა მსგავსი შემთხევები ჩემპიონატის დროს მიუღებელია.
ფიფას წარმომადგენლის განცხადებით, უსაფრთხოების ზომები უკვე გამკაცრდა და მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება.