სლოვაკეთში არჩევნები დასრულდა და ხმების დიდი ნაწილიც უკვე დათვლილია. ქვეყნის 150 კაციან პარლამენტში მოქმედი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დაახლოებით 62 ადგილი მოიპოვა. სოციალ-დემოკრატების და შესაბამისად ამჟამინდელი მთავრობის რეიტინგი საკმაოდ დაცემული იყო. შედეგების მიხედვით, ისინი კოალიციის შექმნის გარეშე მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებენ. სოციალ-დემოკრატების მოკავშირემ ყოფილი პრემირის პარტიამ კი, საერთოდ ვერ მოახერხა ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტს გარეთ დარჩა. ეს კი ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ყოფილი პრემიერის - ვლადიმირ მაციარის პოლიტიკური კარიერის დასასრულიც აღმოჩნდეს. მაციარი 1990-იან წლებში სლოვაკეთის ლიდერი იყო, ვიდრე ჩეხოსლოვაკია ერთიან ქვეყანას წარმოადგენდა. მაციარს იმ პერიდოში ავტოკრატიული მმართველობის გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ.დანარჩენი ადგილები კი პარლამენტში მემარჯვენე პარტიებმა მოიპოვეს. თუმცა, ხმების რაოდენობით პირველ ადგილზე მაინც სოციალ-დემოკრატები გავიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატების ლიდერს - რობერტ ფიცოს პრეზიდენტმა უკვე დაავალა მთავრობის ფორმირებაზე მუშაობის დაწყება, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სოციალ-დემოკრატები შესაძლოა ყველაზე მკაცრ ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის უკუსვლის მიუხედავად ამ არჩევნების შედეგებს მისი პარტიისთვის პოზიტიურად განიხილავს.
„მისი თქმით, სოციალ-დემოკრატებმა ხმების 35 პროცენტი მოიპოვეს და ეს წარმატებაა, რადგან 2006 წელსაც თითქმის იგივე შედეგი დაფიქსირდა. ფიცოს განცხადებით, ახლა მთავარია მოლაპარაკების დაწყება თუ ვინ დარჩება მთავრობაში და ვინ არა. მიუხედავად ამისა, ფიცო ამ არჩევნებს თავის პარტიის ისტორიაში მნიშვნელოვან ევოლუციად აფასებს. “
ანალიტიკოსების თქმით, სოციალ-დემოკრატების და პირადად რობერტ ფიცოს რეიტინგის ვარდნა ძირითადად ქვეყნის ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. ფიცო აცხადებდა, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად სლოვაკეთის ეკონომიკა მდგრადობას შეინარჩუნებდა.
ამასათანავე მის წინააღმდეგ აგორდა სკანდალი, რომელიც სოციალ-დემოკრატების მიერ ფინანსების უკანონო მოზიდვას შეეხება. რობერტ ფიცო ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ანალიტიკოსები ერთ საინტერესო გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, ფიცოს პარტიას უნგრეთის ფაქტორი დაეხმარა. საქმე იმაშია, რომ სლოვაკების უმრავლესობა უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა აღაშფოთა, რომელიც სლოვაკეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკური უნგრელებისთვის უნგრული პასპორტის აღებას ამარტივებდა. ეს საკითხი წინასაარჩევნო ვითარების განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა. პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ადმინისტრაციამ კი ამით ისარგებლა და უნგრეთში მიღებულ კანონს თავის მხრივ ახალი საკანონმდებლო აქტი დაუპირისპირა და ნახევრმილიონიანი ეთნიკური უნეგელებისთვის ორმაგი მოქალაქეობა აკრძალა. ამით ფიცოს რეიტინგმა მნიშვნელოვნად აიწია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უნგრელი პოლიტიკოსები როგორც ჩანს მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ სლოვაკეთის კოალიციურ მთავრობაში.
ერთ-ერთი მათგანია სლოვაკეთის ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ივეტა რადიკოვა. ის სოციალ-დემოკრატებთან ერთად კოალიციის მთავრობაში შედიოდა.
რადიკოვას განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა სლოვაკეთი ევროკავშირისთვის ისევ მიმზიდველი ქვეყანა გახდეს.
სლოვაკეთი დიდი ხნის მანძილზე რეგიონის ეკონომიკურ ვეფხვად ითვლებოდა. რადიკოვა, როგორც ჩანს ამჯერად კოალიციის მემარჯვენე პარტიებთან შექმნის. რადიკოვა აცხადებს, რომ მემარჯვენე -ცენტრისტული კოალიციის გარდა სლოვაკეთის პოლიტიკურ ველზე სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სლოვაკეთიი ევროპულ ქვეყნებს შორის უკვე მეშვიდეა, სადაც არჩევნებში მემარჯვენე პარტიებმა გაიმარჯვეს.