ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აშშ თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ირანს ერთიდან სამ წელიწადში ბირთვული იარაღის განვითარებისთვის საჭირო მასალა ექნება.
პენტაგონის თავკაცის განცხადებით, ასეთი პროგნოზი სადაზვერვო მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაგულისხმები არ არის ის დრო, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად სჭრდება.
დღეს, ირანის პრეზიდენტმა გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც თეირანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს, და დოკუმენტს არაფრის მომტანი უწოდა.
აჰმადინეჟადმა ამერიკასა და გაეროს, ისე როგორც რეზოლუციის მხარდამჭერ სხვა სახელმწფოებს ბრალი ორპიროობაში დასდო და განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნები, რომლებსაც უკვე გააჩნიათ ბირთვული იარაღი, სხვებს არ აძლევენ უფლებას განავითარონ მშვიდობიანი მიზნებისთვის მიმართული ბირთვული იარაღი.
ირანის ლიდერმა ამ სახელმწიფოებს დამნაშავეები უწოდა.