ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვერდიქტი ტერორისტებთან კავშირისთვის


პაკისტანელ ამერიკელს პატიმრობა მიუსაჯეს

შეერთებული შტატების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა პაკისტანში დაბადებულ ამერიკელ მოქალაქეს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ალ-ყაიდას“ ავღანეთში ამბოხებულების მომარაგებაში ეხმარებოდა. 30 წლის საიდ ჰაშმი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობდა, უცხოური ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევაში ცნეს ბრალდებულად. ჰაშმიმ აღიარა „ალ-ყაიდასთან“ და საკუთარ მეგობართან კავშირი, რომელიც პაკისტანში ამბოხებულებს ტანსაცმლით და საჭირო ნივთებით ამარაგებდა.

XS
SM
MD
LG