ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მედიკამენტი


პაციენტთა 25%-ს ორ წელზე მეტით უხანგრძლივდებათ სიცოცხლე.

აშშ-ში მკვლევარებმა შეიმუშავეს ახალი ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კანის კიბოს უკიდურესად მძიმე ფორმის მელანომის მკურნალობის პროცესს.

ჩიკაგოში შაბათს ონკოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია შედგა, სადაც მკვლევარებმა წარადგინეს ახალი მედიკამენტი. მედიკამენტის სახელწოდებაა იპილიმუმაბი, რომელიც კომპანია ბრისტოლ მაიერს სქუიბის მიერაა შექმნილი.

კვლევები ჩატარდა მსოფლიოს სახავადასხვა ქვეყნის 676 პაციენტზე. კვლევებმა ნათელყო,რომ პროგრესული მელანომის ახალი პრეპარატით მკურნალობის შედეგად , პაციენტთა 25%-ს ორ წელზე მეტით უხანგრძლივდებათ სიცოცხლე. მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი მედიკამენტის მიღების გარეშე დაახლოებით 6 თვეა.

კიდევ ერთი აღმოჩენა ამ კონფერენციაზე იყო პრეპარატი ქრიზოტინიბი, რომელიც სპეციფიკური გენეტიკური მუტაციის შედეგად წარმოქმნილ ფილტვის სიმსივნეს მნიშვნელოვნად ამცირებს. პაციენტთა უმრავლესობაში ქრიზოტინიბის მიღებიდან 2 თვეში სიმსივნის შემცირება აღინიშნა.

XS
SM
MD
LG