ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქველმოქმედო მისია გრძელდება


ღაზას სექტორში 10 ათასი ტონა ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის მისიას.

პალესტინის მხარდამჭერები განაგრძობენ ღაზას სექტორში 10 ათასი ტონა ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის მისიას, მიუხედავად ისრაელის საზღვაო ძალების მხრიდან გაფრთხილებისა.

"ჰუმანიტარული დახმარება კვიპროსის სანაპიროებიდან დღეს გემებით დაიძრა" - აცხადებს მისიის ერთ-ერთი ორგანიზატორი გრეტა ბერლინი.

არაა ცნობილი, თუ როდის ჩავლენ გემები დანიშნულების ადგილას, ვინაიდან ზოგიერთ მათგანს ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

ამასთან, ისრაელის მთავრობამ სამხედრო გემები სანაპირო ზოლზე განათავსა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დენი აიალონმა განაცხადა რომ სამხედროები არ დაუშვებენ ტვირთის პალესტინის ტერიტორიამდე მიღწევას, ხოლო მისიას მან პროვოკაცია უწოდა.

XS
SM
MD
LG