ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბი "მის ამერიკა"


არაბი "მის ამერიკა"
არაბი "მის ამერიკა"

შეერთებული შტატების ლამაზმანის წოდება არაბული წარმოშობის ამერიკელ გოგონას პირველად მიენიჭა.

კონკურსი "მის ამერიკა" შეერთებულ შტატებში 1952 წლიდან ტარდება.

წლევანდელ სილამაზის კონკურსში ჟიურიმ შეერთებული შტატების ლამაზმანის წოდება ქვეყნის ისტორიაში პირველად - არაბული წარმოშობის ამერიკელ გოგონას მიანიჭა.

24 წლის რიმა ფაკი წარმოშობით ლიბანიდანაა და მიიჩნევს,რომ ეს ჯილდო დამსახურებლად მიიღო.თუმცა ბევრი ამერიკელის აზრით, არაბ გოგონას ეს გვირგვინი არ ეკუთვნოდა.

არაბი "მის ამერიკა"
არაბი "მის ამერიკა"

არაბული წარმოშობის ამერიკელის რიმა ფაკის ოჯახი ლიბანიდან შეერთებულ შტატებში დიდი ხნის წინ ჩამოვიდა. თავიდან ნიუ იორკში დასახლდნენ.შემდეგ კი მიჩიგანის შტატში გადავიდნენ, სადაც რიმამ მოჩიგანის უნივერსიტეტში უმაღლესი განათლება მიიღო.

როცა რიმამ უამრავი დამსწრის თვალწინ საკუთარი გვარი ამერიკის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის გამოცხადების დროს მოისმინა სიხარული და გაოცება ვერ დამალა:

„გამუდმებით ვიმეორებდი:ღმერთო, ღმერთო, ნუთუ ეს სიმართლეა, ირგვლივ მიმოვიხედე, ყველა ჩემს ირგვლივ მიყურებდა და მიღიმოდა“

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.რიმა ფაკის შესახებ მითქმა-მოთქმა სწორედ ამ დღიდან დაიწყო.აღსანიშავია,რომ ფაკის ოჯახის წევრები შიიტი მუსლიმები არიან და აღმსარებლობიდან გამომდინარე, საზოგადოების მსგავს შეფასებებს არცთუ ისე კეთილგანწყობილად აფასებენ. ამას თან ისიც ერთვის,რომ სილამაზის კონკურსანტი უზარმაზარი აუდიტორიის თვალწინ მუდმივად შილიფად ჩაცმული და საცურაო კოსტუმით ჩნდება.

მაგრამ რიმა ფაკის ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს:

„მე ჩემს ცხოვრებაში რელიგიით არ ვხელმძღვანელობ.ასევეა ჩემი ოჯახიც.პატივს ვცემთ ყველა რელიგიას,ოღონდ უპირატესობას არცერთ მათაგნს არ ვანიჭებთ“

რიმა ფაკის კონკურსში უდიდესი მხარდაჭერა ამად ჰამადმა გამოუცხადა. ჰამადი ამერიკელ არაბთა დისკრიმინაციის საბჭოს მრჩეველი და რეგიონალური დირექტორია.მისი აზრით, რიმა ფაკის შიიტი მუსლიმობა არანაირი პრობლემას არ წარმოადგენდეს და მას ,როგორც ლამაზ ქალს ეს ჯილდო დამსახურებლად ეკუთვნის.

„რელიგია ,კანის ფერი და ეროვნება აქ არაფერ შუაშია.რიმა კონკურსის ღირსეული წევრი იყო და ჟიურის ყველა მოთხოვნილება დააკმაყოფილა. გარეგნულადაც და შინაგანი ბუნებითაც იგი უაღრესად ლამაზი არსებაა.საკუთარი გამარჯვებით მან უამრავ ამერიკელს სიამაყის გრძნობა გაუღვივა“

კონკურსის მომნაწილეებს ჟიური სამ ფაქტორზე დაყრდნობით აფასებს. კონკურსანტებმა საკუთარი თავი საცურაო კოსტუმში, საღამოს კაბასა და ინტერვიუში უნდა წარმოაჩინონ.

კონსერვატორი მწერლისა და ჟურნალისტის დები შლუსელის აზრით,რიმა ფაკისთვის ამერიკის ლამაზმანის წოდება არ უნდა მიენიჭებინათ.მისი თქმით, ფაკის ოჯახს ჰეზბოლას სამხედრო დაჯგუფებასთან გარკვეული კონტაქტები აკავშირებს. თუმცა თავად რიმა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ასევე სკანდალური იყო ფაკის მიერ სტრიპტიზ-ბარში საკმაოდ თამამად შესრულებული ცეკვის ამსახველი ფოტოები,რომელსაც როგორც თავად რიმა აღნიშნავს, მხოლოდ ქალთა საზოგადოება ესწრებოდა.

სილამაზის კონკურსში გამარჯვების ჯილდოდ რიმა ფაკიმ ძვირფასეულობა და ნიუ იორკში ფეშენებელურ ბინაში ერთწლიანი უფასო ცხოვრების უფლება მიიღო.მან ასევე მიღო მიწვევა ლიბანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. აღსანიშნავია ისიც ,რომ რიმა ფაკი თეთრი სახლში ჯერჯერობით არ დაუპატიჟიათ.

XS
SM
MD
LG