ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასახელდა მის ამერიკა


დასახელდა მის ამერიკა
დასახელდა მის ამერიკა

2010 წლის მის ამერიკის ტიტული 24 წლის არაბული წარმოშობის კონკურსანტმა მიიღო.

ლას ვეგასში ჩატარებულ ყოველწლიურ სილამაზის კონკურსზე 2010 წლის მის ამერიკის ტიტული 24 წლის არაბული წარმოშობის კონკურსანტმა მიიღო.

რიმა ფაკიჰი, ლიბანელი ემიგრანტია რომელმაც კონკურსისი სამი ფაზა - საცურაო კოსტუმსა და საღამოს კაბაში გამოსვლა და ინტერვიუს ფაზა ყველა კონკურსანტზე წარმატებით გაიარა.

მის ამერიკაში 50 შტატიდან და კოლუმბიის ოლქიდან ჩამოსული გოგონები მონაწილეობდნენ. საღამოს კაბაში გამოწყობილი რიმა სცენაზე გამოსვლისას ერთხელ ლამის წაიცა, მაგრამ მან სწრაფად გამოასწორა ნაბიჯი და საბოლოო ჯამში გამარჯვებულის გვირგვინიც დაიმსახურა.

ფაკიჰი მის ამერიკის კონკურსში გამარჯვებული პირველი არაბული წარმოშობის ამერიკელია. მან კონკურსის ორგანიზატორებს განუცხადა, რომ მისი ოჯახი აღნიშნავს როგორც კათოლიკურ, ასევე მუსულმანურ დღესასწაულებს.

XS
SM
MD
LG