ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგი მკვლევარი სამშობლოშია


ფრანგი მკვლევარი სამშობლოშია
ფრანგი მკვლევარი სამშობლოშია

ის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

ირანში 10 თვის მანძილზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფრანგი მკვლევარი გაათავისუფლეს და იგი პარიზში დაბრუნდა.

24 წლის კლოდეტ რეისი პარიზში დღეს შუადღეს ჩაფრინდა. შეხვედრისათანავე ის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდა. ირანის ციხიდან მისი გათავისუფლება 300 ათასი ამერიკული დოლარის ჯარიმის გადახდის შემდეგ მოხდა.

კლოდეტ რეისი გასულ წელს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც მან ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე ფოტოსურათები გადიღო. ირანის მთავრბამ ჯარიმის გარდა მას 10 წელი პატიმრობა მიუსაჯა .

გათავისუფლება მოჰყვა საფრანგეთის სასამართლოს მიერ აშშ-ის მოთხოვნაზე ირანელი ინჟინერის ექსტრადიციაზე უარის თქმას. ამ უკანასკნელამ ამერიკის მთავრობის განცხადებით, დაარღვია დაწესებული ემბარგოს პირობები.

XS
SM
MD
LG