ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის მთავრობა უარზეა


ტაილანდის მთავრობა უარზეა
ტაილანდის მთავრობა უარზეა

ბანგკოკში სამდღიანი ძალადობის ტალღის შემდეგ ტაილანდის მთავრობამ უარყო ოპოზიციური მოძრაობის ლიდერების შემოთავაზება.

ბანგკოკში სამდღიანი ძალადობის ტალღის შემდეგ ტაილანდის მთავრობამ უარყო ოპოზიციური მოძრაობის ლიდერების შემოთავაზება გაეროს შუამდგომლობით ორგანიზებული მოლაპარაკებების შესახებ.

ოპოზიციის აქტივისტებმა, რომლებიც წითელმაისურებიანების მეტსახელით არიან ცნობილნი, დღეს განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან გაეროს შუამდგომლობით ორგანიზებული მოლაპარაკებებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ტაილანდის სამხედრო ძალები შეწყვეტს თავდასხმას მათ კარვების ქალაქზე.

დღეს ბანგკოკის მთავარი კომერციული უბანი კვამლში იყო გახვეული, რადგან წითემლაისურებიანებმა კარვების ქალაქის ირგვლივ აგებულ ბარიკადებზე საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.

ხუთშაბათიდან მოყოლებული ტაილანდის სამხედროებმა დაიწყეს კარვების ქალაქის დაბლოკვა. მათ წითელმაისურებიანებს ცეცხლი გაუხსნეს, რადგან ისინი სამხედროებს ქვებს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ესროდნენ. სულ ძალადობის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი და დაახლოებით 200 დაიჭრა.

დღესვე ტაილანდის მთავრობამ ხუთ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გააგრძელა. ამას გარდა ორშაბათი და სამშაბათი დასვენების დღეებად იქნა გამოცხადებული, რათა მთავრობამ მდგომარეობის სტაბილიზაცია შესძლოს.

XS
SM
MD
LG