ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი სამხედროები ავღანეთში


ბრიტანელი ჯარისკაცები ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამხრეთ ავღანეთში მეამბოხეების წინააღმდეგ იბრძვიან.

ავღანეთის ომში 10.000 ბრიტანელი სამხედრო მონაწილეობს. ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამხრეთ ავღანეთში მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლას გრძელდება. ეს ბარაკ ობამას ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ავღანეთში დამატებითი 30.000 ამერიკელი სამხედრო გაიგზავნა. სტრატეგიის თანაავტორი ავღანეთში ამერიკული ჯარების მეთაური გენერალი სტენლი მაკკრისტალია. ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი რიჩარდ დანატი ტელეკომპანია ბიბისისთან ინტერვიუში ამბობს რომ გეგმა კარგია.

“მთლიანი პროცესი, რეგიონის გაწმენდის, საკმარისი სახმელეთო ჯარებით უზრუნველყოფის და შემდეგ ხალხისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების ორგანიზებით ძალიან სწორია. გეგმის განხორციელება ამერიკულ, ბრიტანულ ჯარსა და ამერიკის სამხედრო ფლოტს შორის ნაწილდება.”

დანატის თქმით, ცხადი მიზეზების გამო უპირველესად სამხრეთ ავღანეთის, ყანდაარის პროვინციაზე მოახლოვებული შეტევების განხორციელებაა აუცილებელი.

“ყანდაარი თალიბთა ეფექტური დასაყრდენი ადგილია, თუ მათ ქვეყნის მართვა სურთ, ჯერ ყანდაარში გამაგრდებიან და შემდეგ ქაბულის კარსაც აიღებენ.”

დანატის თქმით, თალიბებთან დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს აღწევს.

“ფაქტი ის არის, რომ თალიბები ალ-ყაიდას ზურგს უმაგრებენ, მათი სამხედრო ისლამისტური გეგმის გამომხატველები არიან, და თუ ამას არ შევაჩერებთ და სამხრეთ ავღანეთში ან სამხრეთ აზიაში თავისუფლად მივუშვებთ, მათი გავლენა გაიზრდება.”

ავღანეთის მიმართ ახალი სტრატეგიისთვის უმთავრესი, ავღანელი ხალხის უსაფრთხოების დაცვაა. ენდი ბირპარკი ბრიტანეთის კერძო უსაფრთხოების კომპანიების ასოციაციას ხელმძღვანელობს. მათგან ბევრი ავღანეთში მუშაობს. ბირპარკის თქმით სამხედრო ოპერაციების ჩატარებისას სამოქალაქო უსაფრთხოება უმთავრესი მიზანია.

“ჩვენ გვინახავს თუ რა შედეგი მოსდევს უდანაშაულო ხალხის მკვლელობას, როდესაც მათი დიდი რაოდენობა მტრად გვექცევა და მეამბოხეებს ეს უფრო მეტ ძალას აძლევს.”

ლონდონში მოღვაწე სამხედრო ანალიტიკოსი, მალკოლმ ჩალმენტის თვლის, რომ შედარებით თავშეკავებულ თალიბეთან მოლაპარაკებების წარმოება აუცილებელია.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ჯერ არ გაგვიკეთებია, ავღანელი პოლიტიკოსების სირთულის გაგება და იმ პოლიტიკურ განლაგებაზე დაფიქრებაა, რის შედეგადაც საზოგადოების სხვადასხვა წევრი აღმოცენდა.”

მიუხედავად იმისა რომ საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, ბრიტანეთის ომში მონაწილეობა პოპულარობით არ სარგებლობს, ჩალმერსი დარწმუნებულია, რომ ახალი მთავრობის პირობებშიც კი ცვლილებები არ მოხდება. ბრიტანეთი 2011 წლამდე ავღანეთს არ დატოვებს.

ავღანეთში ამერიკული და მოკავშირეთა ჯარების მეთაურები ამბობენ, რომ 2011 წლის ივლისისთვის ნათელი გახდება დახმარების რა მასშტაბებს საჭიროებს ახლად გაწვრთნილი ავღანეთის არმია და შეძლებენ თუ არა ავღანელები უსაფრთხოების საკუთარი რესურსით უზრუნლევყოფას.

XS
SM
MD
LG