ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაი ბრიტანეთის პრემიერს ხვდება


დევიდ კამერონმა ავღანელი სტუმარი ჩექერსის ქალაქგარე რეზიდენციაში მიიღო.

დღეს ავღანეთის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა მიიღო. დევიდ კამერონმა ავღანელი სტუმარი ჩექერსის ქალაქგარე რეზიდენციაში მიიღო.

ბრიტანეთის ახალი მთავრობა ავღანეთის საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს, რამდენადაც ბრიტანული ჯარები ამერიკელების შემდეგ ავღანეთში ყველაზე მსხვილ კონტინგენტს წარმოადგენენ.

ჰამიდ კარზაი ბრიტანეთში შეერთებული შტატებიდან ჩავიდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრები ქონდა პრეზიდენტ ობამასთან და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან.

ავღანეთის პრეზიდენტის და შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ამ ვიზიტმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

XS
SM
MD
LG