ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში დაპირისპირება გრძელდება


ტაილანდის სამთავრობო ჯარები კვლავ ცდილობენ ბანკოკის უმსხვლესი კომერციული ცენტრის „წითელ მაისურიანი“ მომიტინგეებისგან გათავისუფლებას.

ტაილანდის შეიარაღებულ ძალებსა და ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს შორის უკვე მესამე დღეა შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება და მსხვერპლის რაოდენობამ დღეს სამით იმატა.

აფეთქებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ხმა დღეს ბანკოკის უბნებში პერიოდულად ისმოდა. სამთავრობო ჯარები კვლავ ცდილობენ ბანკოკის უმსხვლესი კომერციული ცენტრის „წითელ მაისურიანი“ მომიგინგეებისგან გათავისუფლებას.

ხელისუფლების წარმომადგენელმა პალატან ვატანიაგონმა ბანკოკში არსებული სიტუაციის შეფასებისას აღნიშნა:

" ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ ადამიანების რამდემიმე ჯგუფმა წინააღმდეგობა გაუწია შეიარაღებულ ძალებს. ისინი საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხმნენ თავს, ეს კი ძალიან უჩვეულო მოვლენაა ჩვენთვის."

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ბარიკადები აღმართეს, რომლებზეც გაფრთხილება წერია, რომ ჯარი ცეცხლს გაუხსნის ყველას, ვინც ბარიკადებს გადაჭრის.

შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, რომელიც ხუთშაბათს დაიწყო, 22 ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი, მათ შორის რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი დაშავდა.

XS
SM
MD
LG