ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგი მძევლის სიკვდილი დადასტურდა


ფრანგი მძევლის სიკვდილი დადასტურდა
ფრანგი მძევლის სიკვდილი დადასტურდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაადასტურა ჩრდილოეთ აფრიკაში ალ-ყაიდას მიერ ფრანგი მძევლის მკვლელობა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სარკოზიმ დღეს ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა და ამ ქმედებას „ბარბაროსული აქტი“ უწოდა. მისი განცხადებით, ეს დაუსჯელი არ დარჩება. ტერორისტების მძევალი 78 წლის მიშელ ჟერმანი იყო. „ისლამური მაღრიბის“ ალ-ყაიდამ მძევლის სკვდილით დასჯის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. ალ-ჯაზირას ტელევიზით გადაიცა აუდიო ჩანაწერი, სადაც ტერორისტების ლიდერი ამბობს, რომ ფრანგი მძევალი გასულ კვირას მალიში ალ-ყაიდას წევრების მკვლელობის გამო დასაჯეს. მიშელ ჟერმანი ტერორისტებმა ნიგერიაში აპრილის თვეში გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG