ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით იზრდება


სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით იზრდება
სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით იზრდება

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს განიხილავს, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს განიხილავს, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

ფინანსთა მინისტრის თქმით 2011 წელს მოწესრიგდება საპენსიო უზრუნველყოფა, მნიშვნელოვნად გაიზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტი, შენარჩუნებული იქნება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, მაგრამ მოხდება მათი ოპტიმიზაცია : ყოველი ლარი ავადმყოფს უნდა მოხმარდეს და არა ადმინისტრაციის წარმომდგენლებისთვის ახალი ავტომობილების შეძენას. ”ჯანდაცვის სფეროში ძალიან ბევრი ფინანსური დანაშაულებები ხდება !- განაცხადა პარლამენტში 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.

ჯანდაცვაზე არანაკლებად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის პრივატიზაციის საკითხი, ფინანსთა მინისტრი პრივატიზაციასთან დაკავშირებით აცხადებს ,რომ მსოფლიოში საფინანსო ბაზარი ჯერ კიდევ დეპრესიიდან ბოლომდე გამოსული არ არის: ”როცა გამოვლენ, საპრივატიზაციო თემაც საქართველოში გააქტიურდება. მანამდე განსაკუთრებული იმედების შექმნა, რომ ვიღაც ჩამოვა და.. ანუ, ის შესყიდვები, რაც თავის დროზე საქართველოში ხორციელდებოდა..როდესაც პრივატიზებიდან, რომელიც თითქმის მართლა ძირითადი წყარო იყო ბიუჯეტის მომარაგების, როცა მილიარდამდე შემოდიოდა, ბუნებრივია ის ვითარება არარ არის. ჯერ ერთი ის ობიექტები არარ არის და მეორეც, აღარც საერთაშორისო ბაზრები ამისთვის მზად არ არიან.

დიდ ობიექტებს რაც შეეხება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი ობიექტების პრივატიზება მომავალ წელს არ იქნება”.

საქართველოს მთავრობა გეგმავს მომავალ წელს ეკონომიკის 4%-ით ზრდას. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში აღარ იქნება წყალ-კანალიზაციის პრობლემა:

”ახალ ბიუჯეტში მაქსიმალურად არის შემცირებული ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯები ანუ, სახელფასო , საწვავის, მობილური ტელეფონების ხარჯები მინიმუმამდეა შემცირებული. არცერთ უწყებაში არ არის გაზრდილი მომუშავეთა რიცხოვნობა”.

"2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პრიორიტეტულ სფეროებად მთავრობა ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურას ასახელებს. სოფლის მეოურნეობის ბიუჯეტი 4-ჯერ გაიზრდება, სოფლის მეურნეობის პროგრამებში 40 მილიონი ლარია ჩადებული, რაც საქართველოს ისტორიაში ხდება პირველად " - ამბობს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა ლეჟავა .

პაატა ლეჟავას თქმით, დღემდე გლეხები მხოლოდ სასუქით მარაგდებოდნენ, საქართველოში ყველა გლეხზე გაიცემოდა სასუქი:

” მაგრამ ახლა იქნება შემუშავებული პროექტი, გარკვეული რაოდენობის მიწები ვისაც აქვს, იმ ადამიანებზე გაიცემა სპეციალური ჯიშის თესლები, რომლებიც გვალვაზეც არის გათვლილი და ბევრ კლიმატურ პირობებზე აღარაა დამოკიდებული. მომავალი წლის ბოლოს ნებისმიერი გლეხი და არა მხოლოდ გლეხი, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბაზარში თუ მარკეტში ყიდულობს ხილ-ბოსტნეულს, მათზე აისახება უკვე ეს დადებითად. სიმინდი, ლობიო, პური იქნება მოცული ამ პროგრამით და თუ წელს ღებულობდა გლეხი 1ჰექტარზე 3 ტონა სიმინდს, მომავალ წელს იგი მიიღებს 7-8 ტონას. შეიძლება 14 ტონამდეც ავიდეს ზოგიერთი რაიონი”.

საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტი 32 მილიონ ლარს ითვალისწინებს პირველკლასელთა კომპიუტერებისთვის. მომავალ წელს კი ყველა პირველკლასელი საქართველოში ნოუთბუქით დასაჩუქრდება.

XS
SM
MD
LG