ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საბანკო სექტორის მიღწევები


საქართველოს საბანკო სექტორის მიღწევები
საქართველოს საბანკო სექტორის მიღწევები

საქართველოში 2010 წელს საბანკო სექტორის განვითარებაზე შემდეგი მაჩვენებლები მეტყველებს: მთლიანი მოგება 156.3 მილიონი ლარი, საერთო აქტივების ოდენობა 10.5 მილიარდი ლარი, რენტაბელობა 1.7% ხოლო კაპიტალის რენტაბელობა 9.6 %.

საქართველოში 2010 წელს საბანკო სექტორის განვითარებაზე შემდეგი მაჩვენებლები მეტყველებს: მთლიანი მოგება 156.3 მილიონი ლარი, საერთო აქტივების ოდენობა 10.5 მილიარდი ლარი, რენტაბელობა 1.7% ხოლო კაპიტალის რენტაბელობა 9.6 %. ამ თემაზე დღეს ჩვენი რესპონდენტი თსუ-ს პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ქალბატონი ეკა ლეკაშვილი აკეთებს ანალიზს:

- აღნიშნული მონაცემების განხილვა შესაძლებელია ორი პოზიციიდან: პირველი - საბანკო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებიც რა თქმა უნდა კმაყოფილი არიან მიღწეული შედეგებით და მეორეს მხრივ, მათი კლიენტების (ბიზნეს სექტორი, ფიზიკური პირები, მთავრობა) პოზიციებიდან. საყურადღებოა სწორედ მეორე მხარის პოზიციების სიღრმისეული შესწავლა: რამდენად შეიცვალა მათი დანახარჯების სტრუქტურა, რამდენად გაიზარდა ხარჯებში სესხების დაფარვაზე გაწეული დანახარჯები. რა თქმა უნდა საბანკო სექტორის მოგების საფუძველს წარმოადგენს მათი კლიენტებისგან მიღებული შემოსავალი.

- გვაფიქრებინებს თუ არა, რომ ეს შედეგი მეტყველებს ბიზნეს სექტორში შემოსავლების ზრდაზე და მოსახლეობის გადახდისუნარიანობის ამაღლებაზე?

- მაჩვენებლები მეტყველებს, რომ საბანკო სექტორის სახსრები მიმართულია ნაკლებად სარისკო ოპერაციების განხორციელებისკენ. მათ შორის, აქცენტი კეთდება სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებაზე და მოხმარებისა და იმპორტის დაკრედიტებაზე. ამგვარი ტენდენცია არ შეინიშნება ბიზნეს სექტორის დაკრედიტების მიმართ. ხშირია უკმაყოფილება როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების, ასევე მოსახლეობის მხრიდან რაც გამოიხატება კრედიტების გაცემის სირთულეში. ამასთან, მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია საბანკო მომსახურების პროდუქტებზე და დაბალია მათი ცოდნის დონე საბანკო მომსახურების სფეროში.

- შენარჩუნდება თუ არა ამგვარი ზრდის ტენდენცია საბანკო სფეროში 2011 წელს?

- საბანკო სექტორის მდგომარეობა მრავალ შიდა და გარე ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ საგარეო ფაქტორების მიმოხილვით დავიწყებთ საკმაოდ რთული ფონია მსოფლიოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სფეროებში, რაც გამოიხატება არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებით, ინფლაციის დონის ზრდით მთლიანად მსოფლიოში, სასურსათო ფასების ზრდის ტენდენციით და კლიმატური ცვლელებების გავლენით. ხოლო შიდა ფაქტორები მეტ-ნაკლებად სტაბილური ხდება, რაც უკავშირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ მარეგულირებელ პოლიტიკას და ქართული ბანკების უცხოელი პარტნიორების მხრიდან საბანკო ბიზნესის სტაბილიზაციისთვის გატარებულ ღონისძიებებს.

XS
SM
MD
LG