ალჯაზირას მიერ გამოქვეყნებული გასაიდუმლოებული ინფორმაციის თანახმად 2008 და 2009 წლებში ისრაელთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს პალესტინელი მოთათბირეები ისრაელთან მიმართებაში უზარმაზარ დათმობებზე იყვნენ მზად. ყველაფერთან ერთად აქ მოიაზრება შეთანხმება, რომლის თანახმად ამჟამად ოკუპირებული აღმოსავლეთ ნაწილის თითქმის მთლიანად ისრაელისადმი გადაცემა. ამ ინფორმაციის თანახმად 2008 წლის ივნისში პალესტინის, აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურ პირთა შეხვედრისას პალესტინური მხარის მთავარმა მოთათბირემ აჰმედ ქურეიმ ისრაელს შესთავაზა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში აშენებული ყველა ებრაული დასახლებიდან ერთის გარდა თავის იურისდიქციაში დაეტოვებინა. ამ დოკუმენტების თანახმად ისრაელის ლიდერებმა აშშ-ს მხარდაჭერით უარი განაცხადეს ამ შეთავაზებაზე. პალესტინელთა წარმომადგენელმა საიდ ერეკატმა მტკნარი სიცრუე უწოდა გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
პოპულარული
1