ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებები


საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებები
საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებები

ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა არის საქართველოს ეკონომიკის ის სამი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუსვა ხაზი და აღნიშნა რომ სწორედ ამ სამი ძირითადი მიმართულების საფუძველზე მოხდება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ქვეყნის შიდა პროდუქტის გაორმაგება. ამ საკითხზე ამერიკის ხმას ინტერვიუ მისცა თსუ-ს პროფესორმა, ეკონომიკის ექსპერტმა, ბატონმა ელგუჯა მექვაბიშვილმა. მისი თქმით: - „სამივე მიმართულება საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღვნიშნო, რომ სამივე მიმართულება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მაგრამ მაინც მინდა გამოვყო და აღვნიშნო სოფლის მეურნეობა და ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოსათვის არ არის მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი დარგი. ეს არის ქართველის გენოტიპისა და არქეტიპის შემადგენელი ელემენტი. ეს არის ის ელემენტი, რომელიც ოდითგანვე განსაზღვრავდა ქართველი კაცის ცხოვრების წესს, მის მენტალიტეტსა და საერთოდ, ქართველის მსოფლმხედველობას. სწორედ აქედან გამომდინარე მე მაინც მეჩვენება, რომ ყურადღება ეკონომიკის ამ სამი ძირითადი მიმართულებიდან მაინც ინფრასტრუქტურაზე არის გამახვილებული. ჩემი აზრით, როგორც ეკონომისტისთვის, უპრიანი იქნებოდა თუ მოხდებოდა ამ სამი ძირითადი მიმართულების, რომელზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა, გაბალანსება.„

XS
SM
MD
LG