ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის ყურეში დღეში 60 ათასამდე ბარელი ნავთობი იღვრება.


ნავთობკომანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელი დირექტორის ტონი ჰეივარდის განცხადებით, მექსიკის ყურეში მილსადენის აფეთქება და შედეგად ნავთობის გაჟონვა აღარასდროს განმეორდება. ამის შესახებ ჰეივარდმა კონგრესმენებს დღეს განუცხადა. ჰეივარდის თქმით, ბრითიშ პეტროლიუმს ამჟამად ორი უმთავრესი მიზანი აქვს: ნავთობის გაჟონვის შემცირება და გარემოზე და ეკონომიკაზე მიყენებული დარტყმის და ზარალის შემცირება. მექსიკის ყურეში კატასტროფა 20 აპრილს მოხდა, რამაც ლუიზიანას შტატის სანაპიროს უდიდესი ზარალი მიაყენა. არსებული შეფასებით, ყოველდღიურად მექსიკის ყურეში 35 ათასიდან 60 ათასამდე ბარელი ნავთობი იღვრება.

XS
SM
MD
LG