ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ავიაკატასტროფას 34 ადამიანი ემსხვერპლა


ინდოეთში ავიაკატასტროფას 34 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში ავიაკატასტროფას 34 ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქ ბადაუნის მახლობლად, გასვენებაში მყოფი ადამიანებით სავსე მიკროავტობუსი და ავტობუსი შეასკდნენ ერთმანეთს.

ინდოეთის პოლიციის განცხადებით, უტარ პრადეშის შტატში მომხდარი საშინელი ავტოკატასროფის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.

ქალაქ ბადაუნის მახლობლად გასვენებაში მყოფი ადამიანებით სავსე მიკროავტობუსი და ავტობუსი შეასკდნენ ერთმანეთს. ათობით ადამიანი დაშავდა. თავად ავტობუსის მძღოლი დაიღუპა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ინდოეთში ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების მაჩვენებელი, რაც ცუდი გზებით, გადამეტებული სიჩქარით და ავტომობილების გაუმართაობით არის გამოწვეული.

ყოველწლიურად ინდოეთში 110 000 ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად.

XS
SM
MD
LG