ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანში ორი ბლოგერი გაათავისუფლეს


აზერბაიჯანში ორი ბლოგერი გაათავისუფლეს
აზერბაიჯანში ორი ბლოგერი გაათავისუფლეს

ორი აზერბაიჯანელი ბლოგერი სასამართლოს დადგენილებით პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ემინ მილი და ადნან ჰაჯიზადე 2009 წლის ნოემბერში დამნაშავედ სცნეს ბრალდებაში, რომელიც ეხება იმავე წლის ივლისში ბაქოს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ჩხუბს. ბლოგერები ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში ისინი დასაჯეს იმ პოლიტიკური განცხადებებისთვის, რომლებიც მათ ინტერნეტში განათავსეს. აშშ-ს საელჩო ბაქოში მიესალმა ბლოგერების განთავისუფლებას და ამ ფაქტს პოზიტიური ნაბიჯი უწოდა. განცხადბის თანახმად აშშ-ს მთავრობამ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ბლოგერების საქმეში, რაც გამოიხატა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საჯარო განცხადებებში ამ პირების გათავისუფლების შესახებ. ამ ფონზე დღესაც ციხეში რჩება ეინულა ფატულაიევი, რუსულენოვანი აზერბაიჯანული გაზეთის „რეალნი აზერბაიჯანისა“ და აგრეთვე აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის ყოველდღიური აზერბაიჯანის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი. ამა წლის ივლისში იგი დამნაშავედ სცნეს ნარკოტიკების ქონაში და ორწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღსანიშნავია ის, რომ იგი ამ დროს რვა ნახევარწლიან სასჯელს იხდიდა ტერორიზმის, რასობრივი სიძულვილის გაღვივებისა და გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით. ყველა ეს ბრალდება ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მას წელს მოუხსნა. ეუთოს მედიის თავისფუფლების განყოფილების წარმომადგენელმა ნარკოტიკების ქონაზე ფატულაევისადმი წაყენებული ბრალდება როგორც დაუჯერებელი ისე დაახასიათა. აშშ-ს საელჩომ აზერბაიჯანში გამოთქვა იმედი, რომ ფატულაევს მალე გათავისუფლებენ. დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც თავისუფალია რაიმე პოლიტიკური ზეგავლენისაგან და სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენენ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედებს. აშშ კვლავაც მზადაა ითანამშრომლოს აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხთან, რათა გაფართოვდეს დემოკრატიული რეფორმები, რომლებშიც მოიაზრება სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაც.

XS
SM
MD
LG