ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი ნატოზე განცხადებას აკეთებს


Friends meet up outside the polling station in Kafr Qandil, Egypt, May 24, 2012. (Y. Weeks/VOA)
Friends meet up outside the polling station in Kafr Qandil, Egypt, May 24, 2012. (Y. Weeks/VOA)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მომავალში კრემლის ურთიერთობა ნატოსთან დამოკიდებულიიქნება იმაზე, თუ რა პოზიცია უჭირავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საერთაშორისო ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე. ეს განცხადება ლავროვმა მოსკოვში გააკეთა ლისაბონის ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრის წინ, რომელზეც ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ფართე მასშტაბის ახალი სტრატეგიული გეგმა უნდა დაამტკიცონ. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიიღო ნატოს მიწვევა 19-დან 20 ნოემბრამდე ლისაბონის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. ნატოს ხელმძღვანელმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ლისაბონის შეხვედრამ შეიძლება ბიძგი მისცეს ახალი ერის დაწყებას ნატო-რუსეთის ურთიერთობაში. როგორც ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ მოსკოვს შეუძლია მისი შვეულმფრენები მიაწოდოს ავღანეთის უშიშროების ძალებს. რუსეთმა უკვე მისცა ნატოს წევრ ქვეყნებს იმის უფლება, რომ რუსეთის ტერიტორია გამოიყენონ, რათა ავღანეთში ნატოს ძალებს აუცილებელი მარაგები მიაწოდონ.

XS
SM
MD
LG