ეკონომიკის გაძლიერების მიზნით აშშ-ს პრეზიდენი ბარაკ ობამა საშემოსავლო შეღავათებს ითხოვს საშუალო კლასისათვის და ამ შეღავათების მოხსნას მდიდარი ამერიკელებისათვის. კლივლენდში წარმოთქმულ სიტყვაში ობამამ განაცხადა, რომ დაგეგმილი აქვს საშემოსავლო გადასახადების შეღავათების მოხსნა იმ ოჯახებისათვის, რომლებსაც წელიწადში 250 000-ზე მეტი დოლარის ოდენობის შემოსავალი აქვთ და ამ შეღავათების დაწესება მათთვის, ვინც ამ თანხაზე ნაკლებს აკეთებს. ამას გარდა შეღავათები გავრცელედება იმ კომპანიებზე, რომლებიც საკვლევ სამუშაოებს აწარმოაბენ და ინვესტიციებს აკეთებენ ინფრასტრუქტურაში.
პოპულარული
1