ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჯენერალ მოტორსი“ კვლავ პირველია


„ჯენერალ მოტორსი“ კვლავ პირველია
„ჯენერალ მოტორსი“ კვლავ პირველია

კომპანიამ 2011 წლის პირველ ცხრა თვეში 9 მილიონ ავტომობილზე მეტი გაყიდა

ამერიკული ავტომობილების კომპანია „ჯენერალ მოტორსი“ კვლავ მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელია. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი გაყიდვების მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, „ჯენერალ მოტორსმა“ და გერმანულმა „ფოლკსვაგენმა“ უკვე გადაუსწრეს იაპონურ „ტოიოტას“ რომლის წარმოებასაც წელს უდიდესი ზიანი მიაყენა იაპონიაში და ტაილანდში მომხდარმა კატასტროფებმა. „ტოიოტას“ განცხადებით, მისი მსოფლიო გაყიდვები წელს 6 პროცენტით დაეცა და მხოლოდ 7, 9 მილიონი ავტომობილი შეადგინა. სამი წლის წინ, ავტოგაყიდვებით „ტოიოტამ“ „ჯენერალ მოტორსი“ დაჯაბნა. თუმცა, ერთ დროს გაბანკროტების პირას მყოფმა „ჯენერალ მოტორსმა“ სირთულეები დაძლია და 2011 წლის პირველ ცხრა თვეში 9 მილიონ ავტომობილზე მეტი გაყიდა. გერმანული „ფოლკსვაგენის“ მონაცემებით კი, მათ 8 მილიონზე მეტი ავტომობილის გაყიდვა შეძლეს.

XS
SM
MD
LG