ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარამ პარიზიდან ელჩი გაიწვია


ანკარამ პარიზიდან ელჩი გაიწვია

საფრანგეთის ფლოტს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლა აეკრძალა

თურქეთი საფრანგეთს ალჟირში 60 წლის წინ გეონიციდის მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა განაცხადა. ამის მიზეზი კი გუშინ საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონია, სადაც საუკუნის წინ ოტომანთა იმპერიაში სომხების მკვლელობა დანაშაულად არის შეფასებული. სომხეთის განცხადებით, პირველი მსოფლიო ომის დროს ოტომანთა იმპერიის არმიამ მილიონ ნახევარი სომეხი მოკლა. თურქეთი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ციფრი გაზვიადებულია და შესაბამისად გენოციდის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. ანკარას მტკიცებით, სომეხთა მსხვერპლი სამოქალქო ომის შედეგია. საფრანგეთში მიღებული კანონის მიხედვით, დაისჯება ყველა ის მოქალაქე, ვინც საჯაროდ უარყოფს სომხების გენოციდის ფაქტს. სასჯელი 1 წლით პატიმრობას და 58 500 დოლარის გადახდას ითვალისწინებს. ფრანგი კანონმდებლების მიერ მიღებულ კანონს თურქეთის პრემიერი გამოეხმაურა. მისი თქმით, საფრანგეთში მიღებული კანონი რასიზმის და ანტიისლამური განწყობის გამოვლინებაა. ანკარამ საფრანგეთიდან უკვე გამოიწვია თავისი ელჩი და ასევე საფრანგეთის ფლოტს თურქეთის ტერიტორიული წყლების გამოყენება აუკრძალა.

XS
SM
MD
LG