ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქცია "დედამიწის საათი"


აქცია "დედამიწის საათი"
აქცია "დედამიწის საათი"

დედამიწის საათი მიზნად ისახავს გარემოს დაცვის საკითხების წინა პლანზე წამოწევას.

შაბათს, საღამოს დედამიწას სიბნელის ტალღამ გადაუარა. სიბნელის ტალღა სიმბოლური დასახელებაა იმ ერთ საათიანი აქციისა, რომელშიც მონაწილეობა 134-მა ქვეყანამ მიიღო. თითოეულ ქვეყანაში ადგილობრივი დროით საღამოს 8:30ზე მოსახლეობის ნაწილმა შუქები ჩააქრო.

გუშინ საღამოს ჩაბნელებული იყო ისეთი ღირშესანიშნავი ადგილები, როგორიცაა სიდნეის ოპერის შენობა, ეიფელის კოშკი პარიზში, ემფაიარ სტეიტ ბილდინგი ნიუ იორკში, იოსო მაცხოვრის ქანდაკება ბრაზილიაში, პეტრონას კოშკები მალაიზიაში და პეკინის ოლიმპიური სტადიონი.

აქციას "დედამიწის საათი" ჰქვია და ის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს ველური ბუნების ფონდმა მოაწყო. "დედამიწის საათი" მიზნად ისახავს გარემოს დაცვის საკითხების წინა პლანზე წამოწევას და დედამიწის მოსახლეობის ყურადღების გამახვილებას თითოეული ჩვენგანის ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე.

XS
SM
MD
LG